ესპანეთის ჩემპიონატში მერვე მარცხი იწვნია ნიკოლოზ ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ", რომელმაც მესამეადგილოსან "კახა ლაბორალთან" 80:83 დათმო. ცქიტიშვილის მონაგარი ასეთი იყო: 13 წუთი, 3 მოხსნა. სკიტამ ერთი ორქულიანი და ორი სამიანი ისროლა.
გაიმარჯვეს ქუინტონ ჰოსლისა და ტორინ გრინის გუნდებმა. "გრან კანარიამ" "გრანადას" შინ 86:71 აჯობა. გრინი სასტარტო ხუთეულში იყო, 21 წუთში 10 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. ტორინმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ჰოსლის "ხუვენტუდმა" ცქიტიშვილის ყოფილი გუნდი "ფუენლაბრადა" 100:86 დაამარცხა. ქუინტონმა 3 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა"
სტუმრად "ბისკაიასთან" 57:66 დათმო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა 10 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრების ყოფილ თუ დღევანდელ წევრებს ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში სულ 13 ქულა მოუგროვდათ.