მანუჩარ მარკოიშვილი სასტარტოს დაუბრუნდა და 10 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა ცსკა-ს შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა და ვითიბი ლიგაზე ჩეხური "ნიმბურკის" დამარცხებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

მოსკოველებმა ჩეხურ გუნდს უმასპინძლეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით - 102:67 სძლიეს.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:39 წუთი გაატარა. მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად, ქართველმა უკანახაზელმა 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

ანდრეი კირილენკომ 14 ქულა ჩააგდო, ნანდო დე კოლომ - 13, მილოშ ტეოდოსიჩმა და ალექსანდრ კაუნმა -
12-12, ხოლო კაილ ჰაინსმა - 11. აღსანიშნავია, რომ არმიული გუნდის წევრებმა 24-დან 15 სამქულიანი (62%) ჩააგდეს.

ცსკა-მ 24 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. მოსკოველებს მომდევნო მატჩი 6 აპრილს, კვლავ შინ, ლევან ფაცაციას ყოფილ კლუბ "ნიჟნი ნოვგოროდთან" ელით.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული