მანუჩარ მარკოიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ლეგიონერმა მანუჩარ მარკოიშვილმა მშვენიერი წინასასეზონო მატჩები ჩაატარა, თუმცა ოფიციალურ მატჩებში მის შედეგიანობას ტრავმამ შეუშალა ხელი.

ვითიბი ლიგის მორიგ ტურში მანუჩარმა თავი გამოიჩინა - მან მინსკში, "ცმოკისთან" 109:68 მოგებულ მატჩში 20 ქულა მიითვალა.

მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში 27:08 წუთი ითამაშა და არმიულ გუნდში, შესაბამისად, მთლიანად მატჩში საუკეთესო იყო. მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

20 ქულასთან ერთად, ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.

მარკოიშვილის მარგი
ქმედების კოეფიციენტმა 23 ერთეული შეადგინა და ეს შედეგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ცსკა-ს შემადგენლობაში, მანუჩარის კვალზე, 17 ქულა ჰქონდა პაველ კორობკოვს, 16 - ანდრეი კირილენკოს, ფრანგმა ნანდო დე კოლომ 12 ქულა მიითვალა.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, თუმცა ცსკა-ს პირველი ადგილი განაღდებული აქვს და მეოთხედფინალურ სერიაში, რომელში გამარჯვებაც 3 მოგებამდეა, მერვეადგილოსანს შეხვდება.

მეოთხედფინალურ სერიაში ცსკა-ს სავარაუდო მეტოქე ტალინის "კალევი" იქნება. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურს ცსკა 26 აპრილს, შინ სარატოვის "ავტოდორთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული