ვითიბი ლიგის მორიგ ტურში მანუჩარმა თავი გამოიჩინა - მან მინსკში, "ცმოკისთან" 109:68 მოგებულ მატჩში 20 ქულა მიითვალა.
მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში 27:08 წუთი ითამაშა და არმიულ გუნდში, შესაბამისად, მთლიანად მატჩში საუკეთესო იყო. მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
20 ქულასთან ერთად, ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.
მარკოიშვილის მარგი
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, თუმცა ცსკა-ს პირველი ადგილი განაღდებული აქვს და მეოთხედფინალურ სერიაში, რომელში გამარჯვებაც 3 მოგებამდეა, მერვეადგილოსანს შეხვდება.
მეოთხედფინალურ სერიაში ცსკა-ს სავარაუდო მეტოქე ტალინის "კალევი" იქნება. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურს ცსკა 26 აპრილს, შინ სარატოვის "ავტოდორთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge