ყაზანის უნიქს-მა ვიქტორ სანიკიძე გუნდიდან გაუშვა

AutoSharing Option
ყაზანის უნიქს-ი დატოვა ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ - ამის შესახებ რუსულ მედიას კლუბის პრეზიდენტმა ევგენი ბოგაჩევმა განუცხადა.

"გუნდის შემადგენლობა შემცირდა. პირველ რიგში, ლეგიონერებს ვგულისხმობ. წავიდა ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, მან კიდევ ოთხი თვე უნდა იმკურნალოს", - განაცხადა ევგენი ბოგაჩევმა.

ამ სეზონში სანიკიძემ ვითიბი ლიგის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 4,5 ქულას და 4,0 მოხსნას აგროვებდა.

იანვრის ბოლოს ქართველმა მხარი დაიზიანა და ახლაც მკურნალობს. მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს არის ყველაზე მაგარი კალათბურთელი და კიდევ უფრო მაგრი ადამიანი,უფლის წყალობით მალე გამოჯანმრთელდება და იმაზე დიდი წარმატებას მიაღწევს ვიდრე აქამდე და რაც მთავარია, ასახელებს საქართველოს როგორც ყოველთვის!!! მიყვარხარ!!!
tamta
00:51 17-04-2015
0
ბიჭო რითი ვერ გაიგეს რომ რუსეთში ქართველი სპორტსმენი იღუპება და იკარგება. რაც არუნდა კარგი ფული გადაუხადონ, მერე მას გაანადგურებენ
Levan
08:13 16-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული