მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ნახევარფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ნახევარფინალს მიუახლოვდა. მისმა ცსკა-მ შინ ბერძნული "პანათინაიკოსი" მეორედაც დაამარცხა, ამჯერადაც დიდი სხვაობით - 100:80.

მოსკოველებს ნახვარფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებთ, თუმცა 20 აპრილს ათენში სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

სერიის მეორე მატჩში მანუჩარმა 18 წუთი ითამაშა, 9 ქულასა და 2 პასს თითო ჩაჭრა-მოხსნა მიამატა. მან 3 ორქულიანი, 2 საჯარიმო და 1 სამიანი სტყორცნა, 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

20 ქულით ცსკა-ს სნაიპერი სონი უიმსი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული