ნიკა ცქიტიშვილი "ჩემპვილს" ოთხთა ფინალში 27 ქულით და 10 მოხსნით შეუძღვა

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის "ჩემპვილი" ლიბანის ჩემპიონატის ოთხთა ფინალში გავიდა. ჩემპვილელებს ფინალში ქართველი ფორვარდი შეუძღვა, რომელმაც "მუტაჰედთან" მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩში 27 ქულა დააგროვა.

ჩემპვილელებმა მეტოქეს დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში - 115:112 სძლიეს.

ცქიტიშვილმა 42 წუთი ითამაშა და შესანიშნავად ისროლა: 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 13-დან ყველა საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულასთან ერთად, ცქიტიშვილმა 1 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ნახევარფინალში "ჩემპვილის" მეტოქე "ბიბლოსი" იქნება, რომელმაც 3:0 სძლია "ტადამონს".

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოკოშკოვის საყურადღებოდ!
თემური
09:51 18-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული