ჩემპვილელებმა მეტოქეს დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში - 115:112 სძლიეს.
ცქიტიშვილმა 42 წუთი ითამაშა და შესანიშნავად ისროლა: 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 13-დან ყველა საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულასთან ერთად, ცქიტიშვილმა 1 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ნახევარფინალში "ჩემპვილის" მეტოქე "ბიბლოსი" იქნება, რომელმაც 3:0 სძლია "ტადამონს".
წყარო: gbf.ge