მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგის ნახევარფინალში "პანათინაიკოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ევროლიგის ნახევარფინალში გასვლისთვის ერთი მოგებაღა უკლია.

მოსკოველებმა შინ ორივე მატჩი მოუგეს "პანათინაიკოსს", თუმცა, 20 აპრილს სტუმრად მინიმალური სხვაობით, 85:86 დამარცხდნენ.

ბერძნებმა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მაღალი სიზუსტით ისროლეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ნიკოს პაპასის თამაშია, რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და მატჩი 25 ქულით დაასრულა.

"პანათინაიკოსის" კალათბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში სნაიპერის სიზუსტით სტყორცნიდნენ პერიმეტრიდან და საბოლოოდ 16 რეალიზებული სამქულიანი (31-დან) მოუგროვდათ.

ამის მიუხედავად, ცსკა მაინც არაფერს თმობდა, ბოლო წამებზე სონი უიმსმაც გამოიდო თავი (სულ 24 ქულა), ხოლო საფინალო სირენამდე 4
წამით ადრე კაილ ჰაინსმა ფარქვეშიდან ანგარიში გაათანაბრა - 85:85. ოვერტაიმი "კარს იყო მომდგარი", თუმცა უიმსის ბავშვურმა შეცდომამ მოსკოველთა გარჯა წყალში ჩაყარა - ამერიკელმა წესების დარღვევით შეაჩერა პაპასი და მასპინძლები ორი საჯარიმოს ტყორცნით დააჯილდოვა. ნიკოსმა პირველი ჩააგდო და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2.

მანუჩარ მარკოიშვილმა ამჯერად მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, მატჩი უქულოდ დაასრულა.

"პანათინაიკოსი"-ცსკა-ს მეოთხე დაპირისპირება 22 აპრილს, ისევ ათენში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული