მანუჩარ მარკოიშვილის 11 ქულა ცსკა-ს "ავტოდორსთან" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
ევროლიგაზე ნახევარფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ვითიბი ლიგას დაუბრუნდა.

მოსკოველებმა სარატოვის "ავტოდორს" უმასპინძლეს და მოულოდნელად 104:107 დამარცხდნენ.

ცსკა-ს ქართველი უკანახაზელი მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და ნაყოფიერადაც იშრომა: 22 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მანუმ 4 სამქულიანიდან მიზანში 3 მოარტყა.

მატჩის ბომბარდირი სარატოველი ამერიკელი კორტნი ფორტსონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული