მოსკოველებმა სარატოვის "ავტოდორს" უმასპინძლეს და მოულოდნელად 104:107 დამარცხდნენ.
ცსკა-ს ქართველი უკანახაზელი მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და ნაყოფიერადაც იშრომა: 22 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მანუმ 4 სამქულიანიდან მიზანში 3 მოარტყა.
მატჩის ბომბარდირი სარატოველი ამერიკელი კორტნი ფორტსონი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"