მანუჩარ მარკოიშვილის 15 ქულა 16 წუთში ვითიბი ლიგაში

AutoSharing Option
ცსკა, რომელშიც ქართველი უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობს, ვითიბი ლიგის მეოთხედფინალში ჩაერთო.

მოსკოველებმა რეგულარული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში მერვეადგილოსან "ასტანას" (ყაზახეთი) დაუპირისპირდნენ.

სერიის პირველი მატჩი რუსეთის დედაქალაქში გაიმართა და პირველი ტაიმის მიხედვით, ფავორიტის დასახელება რთული იყო - "ასტანამ" მხოლოდ ხუთი ქულით დათმო საწყისი 20 წუთი. თუმცა მისი კალათბურთელების სიყოჩაღემ დიდხანს ვერ გასტანა, მესამე პერიოდი მოსკოველებმა 25:9 მოიგეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს. საბოლოოდ 103:58 ცსკა-ს სასარგებლოდ.

გამარჯვებულთა ბომბარდირი ფრანგი ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც 20 წუთში 17 ქულას მოუყარა
თავი. თუ წუთებისა და ქულების შეფარდებით ვიმსჯელებთ, მანუჩარ მარკოიშვილს ბადალი არ ჰყავდა: 15 ქულის მოსაგროვებლად 16 წუთი ეყო. მანუ სასტარტო ხუთეულში გახლდათ, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 15 ქულა (5/3 ორქულიანი, 5/3 სამიანი), 2 მოხსნა, 2 პასი.

ცსკა და "ასტანა" ერთმანეთს მეორედ დღეს (4 მაისს) დაუპირისპირდებიან. მატჩი ისევ მოსკოვში გაიმართება. სერია სამ მოგებამდეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული