მანუჩარ მარკოიშვილი ვითიბი ლიგის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ვითიბი ლიგაში, ყაზახეთში, "ასტანასთან" მატჩისას მანუჩარ მარკოიშვილმა შორეული ტყორცნით ცსკა-ს მეასე ქულა მოუტანა და მოსკოველებს საბოლოოდ 111:75 გაამარჯვებინა.

ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრაში 20 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი მოსკოველი ანდრეი ვორონცევიჩი გახდა - 19 ქულა.

ცსკა-მ მეოთხედფინალური სერია 3:0 დაასრულა და ნახევარფინალში "ზენიტი"-"ნიჟნი ნოვგოროდის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული