ვილი ისიანის "გრან კანარიამ" ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა. მადრიდელებს უფრო ძლიერი გუნდი აღმოაჩნდათ და 88:50 გაიმარჯვეს.
ვილი ისიანმა 20 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულით მატჩის სნაიპერი რეალელი ლუკა დონჩიჩი გახდა.