bleacherreport: "მილუოკიმ" ფაჩულიაზე უკეთესი ცენტრი უნდა იპოვოს

AutoSharing Option
bleacherreport.com-მა, რომელმაც სპორტული ანალიტიკით გაითქვა სახელი, ჩამოწერა ის პრიორიტეტები, რაც საიტის აზრით, კლუბს მომავალ სეზონში სჭირდება.

ნომერ მესამე პრიორიტეტად საიტი მიიჩნევს უკეთესი ცენტრალური თავდამსხმელის პოვნას სტარტერის პოზიციაზე, ვიდრე ზაზა ფაჩულიაა.

"ვეტერანი ზაზა ფაჩულია "ბაქსს" გვარიანად დაეხმარა, მებრძოლი მენტალიტეტის წყალობით. ეს, განსაკუთრებით, სეზონის ბოლო თვე-ნახევარში იგრძნობოდა, როცა ზაზა საშუალოდ 10 ქულას, 8,2 მოხსნას, 3 პასსა და 1,4 ჩაჭრას აგროვებდა თამაშში.

მაგრამ, რადგან ეს პოზიცია გადამწყვეტია, ზაზა არ არის პასუხი, თუკი "მილუოკის" პროგრესი სურს. ამის მიზეზი ასაკი (31 წლისაა) და მეტ-ნაკლებად შეზღუდული
საკალათბურთო შესაძლებლობებია.

ამ ზაფხულს ცენტრში ხვრელის ამოვსება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი დავალებაა.

სენდერსის წასვლით, ფაჩულიას სამომავლო არც ისე კარგი პერსპექტივით, ჯონ ჰენსონი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია დახმარება მომავალში.

მარკ გასოლის და დეანდრე ჯორდანის მსგავს ცენტრებს "მილუოკი" უახლოეს მომავალში ვერ დაიმატებს. საუბარია ტაისენ ჩანდლერის, ენეს კანტერის და რობინ ლოპესის დონის მოთამაშეებზე", - წერს საიტი.  
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული