მანუჩარ მარკოიშვილი და ცსკა ევროლიგის ფინალში ვერ გავიდნენ

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბმა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, ევროლიგის ნახევარფინალში ბერძნული "ოლიმპიაკოსს" ვერ აჯობა.

მადრიდში გამართული შეხვედრა პირეოსელებმა ანგარიშით 70:68 (17:20, 18:16, 12:15, 23:17) მოიგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში თურქულ "ფენერბაჰჩეს" სძლია - 96:87.

ევროლიგის გამარჯვებულის, ისევე როგორც მესამეადგილოსნის ვინაობა, კვირას, 17 მაისს გასამართ შეხვედრებში გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულას იგებდა, შეხვედრის ბედი კი მის დასრულებამდე შვიდი წამით ადრე გადაწყდა - ანგარიში 66:66 იყო, როდესაც ვასილის სპანულისმა
ზუსტი სამქულიანი ტყორცნა.

ამ მატჩში მოედანზე მხოლოდ 3:49 წუთი დაჰყო მანუჩარ მარკოიშვილმა, რა დროშიც ბურთი ერთხელ ჩაჭრა, ორჯერ კი დაჯარიმდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი ბრავო ოლიმპიაკოსს
სეზარ ასპილიკუეტა
15:05 16-05-2015
0
მადლობა ალაჰს...
სპანულისმა ჩაუტარა საღორეთს
tornike
12:52 16-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული