ასე რომ, ქუთაისურ მატჩში გამარჯვება ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ავტომატურად ნიშნავდა. წაგებულს კი დამატებითი ბრძოლების გადატანა მოუწევდა.
მიზანთან ძალიან ახლოს იყო "სოხუმი", რომელმაც მასპინძლებს მესამე პერიოდში 31:13 სძლია და მეოთხე პერიოდის დასაწყისში 11 ქულის სხვაობით იგებდა. თუმცა ქუთათურებმა ბოლო პერიოდში სტუმრებს 3 ქულაზე მეტი არ
ოვერტაიმში "ქუთაისის" უპირატესობა აშკარა იყო - 94:84 და იმერლებმა სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. ისინი მეხუთე ადგილისთვის ორთაბრძოლაში "მგზავრები-არმიას" შეეჭიდებიან (ერთ მოგებამდეა), ხოლო "სოხუმი" მეშვიდე ადგილისთვის "ოლიმპს" შეხვდება (ორ მოგებამდე).
"ქუთაისი" რის "ქუთაისია", ერთი რეკორდი არ დააფიქსიროს - გუშინდელ შეხვედრაში მასპინძლებმა ბურთი 65-ჯერ მოხსნეს და სამი მოხსნით გააუმჯობესეს "ოლიმპის" მიერ დამყარებული 62-მოხსნიანი რეკორდი.
აქვე გთავაზობთ სუპერლიგის ფინალებისა და პლეი აუტის შეხვედრათა კალენდარს.
19 მაისი, ქუთაისი
ქუთაისი-სოხუმი 94:84 დ.დ.
21:17, 22:19, 13:31, 14:3, 24:14
ქუთაისი: ფაშაევი (29ქ, 9მ, 9პ), გრძელიძე (3პ), ქადარია (2ქ, 8მ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 9მ), ლომინაშვილი (4ქ), ნდოიე (6ქ, 7მ), ბოისა (13ქ, 14მ, 6პ, 5ჩ), სარალია (26ქ, 6მ, 3პ).
სოხუმი: ჩიტაშვილი, ჩლაიძე (20ქ, 8მ, 5პ),შვანგირაძე (11ქ, 8მ, 3პ), ბააკაშვილი (2ქ), ჯგერენაია (10ქ, 6მ), დეკანოიძე, პელე (20ქ, 11მ, 6პ, 4ჩ), ბექაური (21ქ, 10მ, 2დ).
სერია მოიგო "ქუთაისმა" - 2:1
ფინალი
22 მაისი, თბილისი
14:00 დინამო-შსს აკადემია
23 მაისი, თბილისი
14:00 დინამო-შსს აკადემია
25 მაისი, თბილისი
18:00 შსს აკადემია-დინამო
26 მაისი, თბილისი
18:00 შსს აკადემია-დინამო*
28 მაისი, თბილისი
18:00 დინამო-შსს აკადემია*
III ადგილისთვის
22 მაისი, რუსთავი
18:30 რუსთავი-ბათუმი
24 მაისი, ბათუმი
18:00 ბათუმი-რუსთავი
V ადგილისთვის
21 მაისი, ქუთაისი
15:00 ქუთაისი-მგზავრები/არმია
VII ადგილისთვის
22 მაისი, თბილისი
11:30 ოლიმპი-სოხუმი
23 მაისი, თბილისი
11:45 სოხუმი-ოლიმპი
* - თუ საჭირო გახდა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"