გამოცემა "ევრობასკეტზე" გამოქვეყნდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კალათბურთელთა გვარ-სახელები. ჩამპვილელი ნიკა ცქიტიშვილი არაერთ ნომინაციაშია. იგი ლიბანის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. ასევე, წილად ხვდა საუკეთესო ფორვარდის წოდება.
ფინალებისა და პირველობის MVP "ალ რიადის" წევრი ფადი ჰატიბი გახდა.
ქართველი კალათბურთელი, ცხადია, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა: პერი პეტი (მუტაჰედი), იასმინ იანგბლოდი (უბა), ფადი ჰატიბი (ალ რიადი), აჰმად ისმაილი (ალ რიადი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ჩამპვილი).
არც ლეგიონერთა ნაკრები შეუდგენიათ უცქიტიშვილოდ: პერი პეტი (მუტაჰედი), იასმინ იანგბლოდი (უბა),
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"