ნიკა ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს!

AutoSharing Option
ლიბანში ჩემპიონი "ალ რიადი" გახდა და ჟურნალისტებმაც საუკეთესოების გამოვლენისთვის მოიცალეს.

გამოცემა "ევრობასკეტზე" გამოქვეყნდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კალათბურთელთა გვარ-სახელები. ჩამპვილელი ნიკა ცქიტიშვილი არაერთ ნომინაციაშია. იგი ლიბანის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. ასევე, წილად ხვდა საუკეთესო ფორვარდის წოდება.

ფინალებისა და პირველობის MVP "ალ რიადის" წევრი ფადი ჰატიბი გახდა.

ქართველი კალათბურთელი, ცხადია, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა: პერი პეტი (მუტაჰედი), იასმინ იანგბლოდი (უბა), ფადი ჰატიბი (ალ რიადი), აჰმად ისმაილი (ალ რიადი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ჩამპვილი).

არც ლეგიონერთა ნაკრები შეუდგენიათ უცქიტიშვილოდ: პერი პეტი (მუტაჰედი), იასმინ იანგბლოდი (უბა),
იერემია მეისი (ალ რიადი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ჩამპვილი), ელია ჰოლმანი (ალ რიადი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული