მანუჩარ მარკოიშვილის პირველი ნაბიჯი რუსული ოქროსკენ

AutoSharing Option
3 ივნისს, ვითიბი ლიგაზე ფინალური სერია დაიწყო. მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ "ხიმკისთან" პირველივე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა (30:15) მოიპოვა და საბოლოოდ 89:62 გაიმარჯვა.

მანუჩარმა 17 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შეხვედრის ბომბარდირი 17-17 ქულით ხიმკელი პეტრი კოპონენი და ცსკა-ელი კაილ ჰაინსი გახდნენ.

ფინალური სერიის (სამ მოგებამდეა) მეორე მატჩი 5 მაისს, ამჯერად "ხიმკის" მოედანზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული