"ოლიმპიასთვის" მოულოდნელი, შერმადინისთვის მოსალოდნელი

AutoSharing Option
ბევრისთვის მოულოდნელად ადრიატიკის თასის პირველადგილოსანმა სლოვენიის "ოლიმპიამ" შინ ხორვატიის "ციბონასთან" დათმო. ლიუბლიანელები მესამე პერიოდის ბოლოს 59:63-ს აგებდნენ. როგორც წესი, "ოლიმპია" მეოთხე პერიოდს დამაჯერებლად ატარებს, თუმცა ბოლო რაუნდში "ციბონამ" თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესა და მასპინძლებს თამაშის შემოტრიალების შანსი არ მისცა. 84:75 ხორვატების სასარგებლოდ.

თუ საფინალო შედეგი იყო მოულოდნელი, წინასწარ შეიძლებიდა გამოცნობა, რომ მწვრთნელი გიორგი შერმადინს 10-12 წუთს ათამაშებდა. ასეც მოხდა - ქართველ ცენტრს 10:30 წუთი ერგო და ტრადიციულად თავი არ შეურცხვენია: 2-2 ორქულიანი და საჯარიმო ისროლა და ერთიც არ აუცილებია -
6 ქულას 4 მოხსნა და 1 დაფარება მიამატა.

ვლადიმერ ბოისა განაცხადში არ იყო.

"ოლიმპიას" შემადგენლობაში კენი გრეგორი გამოირჩა - 19 ქულა ჩააგდო, ხოლო "ციბონას" გამარჯვება უმთავრესად ლეონ რადოშევიჩის დამსახურებაა - 24 ბალი.

წაგების მიუხედავად სლოვენიელები ადრიატიკის თასის ცხრილში პირველობას ინარჩუნებენ - 11 მოგება, 6 წაგება.

"ოლიმპია" მორიგ მატჩს 20 იანვარს ჩაატარებს - ევროლიგაზე რომის "ლოტომატიკას" ეწვევა.




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული