მანუჩარ მარკოიშვილმა და ცსკა-მ ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგეს

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი ვი-თი-ბი ლიგის ჩემპიონობას უახლოვდება. მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი უკანახაზელი იცავს, 5 ივნისს ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო "ხიმკის", ამჯერად 94:81 და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შესაბამისად, ცსკა-ს ერთი გამარჯვება აშორებს ჩემპიონობამდე, რომლის მოპოვებაც ბევრს არაფერს ნიშნავს ისეთი ფლაგმანისთვის, როგორიც არმიული გუნდია. ევროლიგის ნახევარფინალში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხების შემდეგ მოსკოველებისთვის ვი-თი-ბი ლიგის მოგება მხოლოდ ნუგეში თუ იქნება

ფინალური სერიის მეორე მატჩში მარკოიშვილმა 11:16 წუთი ითამაშა და 3 ქულასთან ერთად 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა.
საუკეთესო მილოშ თეოდოსიჩი გახლდათ, რომელმაც 25 წუთში 18 ქულა დააგროვა.

ფინალური სერიის მორიგი, მესამე მატჩი 8 ივნისს, "ხიმკის" მოედანზე, მოსკოვში გაიმართება.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული