ცსკა-ს შემადგენლობაში 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა. ოპონენტს იმდენად იოლად ჩაგრავდნენ, არმიელთა მწვრთნელს ტაქტიკის ცვლისთვის და სწორი შეცვლების გასაკეთებლად ჯაფა არც დასდგომია. ცსკა ძალიან იოლად გახდა ვითიბი ლიგის ჩემპიონი.
გადამწყვეტ მატჩში მარკოიშვილმა 10:12 წუთი ითამაშა და დროის სიმცირის კვალობაზე, საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მანუჩარს 7
საუკეთესო შედეგი აარონ ჯექსონმა და მილოს თეოდოსიჩმა დააფიქსირეს. ამერიკელმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, სერბმა - 13 ქულა და 6 პასი.
2014-15 წლების სეზონი მარკოიშვილისთვის დასრულებულია.
წყარო: www.gbf.ge