13:03 21-06-2015
TimeLine: მანუჩარ მარკოიშვილი "ზედხედში"
AutoSharing Option
მანუჩარზე უცხოურ საიტებზე ინფორმაციების ძიებისას ერთ საინტერესო ვიდეოს წავაწყდი, რომელიც ვითიბი ლიგის ჟურნალისტებს მაისში მოუმზადებიათ. თუმცა ამ მასალას დღესაც რომ გავეცნოთ, დაგვიანებული არ იქნება. არც მანუჩარის გუნდზეა, არც მის საკალათბურთო მიღწევებზე - ფრენაზეა.
კალათბურთის მოედანზე კი არა, ცაში ფრენაზე. ასეთი თემა კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ტაიმლაინისთვის გემრიელი ლუკმაა.
"ზედხედი", - ასე ჰქვია რუბრიკას, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილი მეორე პილოტია.
- მოგესალმებით, მანუჩარ მარკოიშვილი ვარ, საკალათბურთო კლუბ ცსკა-ს დამცველი. თუმცა ახლა მეორე პილოტი გახლავართ, - გვითხრა ტელეკამერის წინ მანუჩარმა და პილოტისთვის განკუთვნილ სავარძელში მოკალათდა.
გამოცდილმა პილოტმა დამწყებს თავიდანვე ჰკითხა:
- მანუ, რომელ აეროპორტში გავფრინდეთ?
- ამ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი ევროლიგის ფინალურ ოთხეულში მოხვედრა იყო, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. ჩვენც მადრიდისკენ ავიღოთ გეზი.
მარკოიშვილმა პილოტს მეტად გრძელი მარშრუტი დაუსახა, თუმცა მან იხტიბარი არ გაიტეხა - კი ბატონო, მოემზადე, ვფრინდებით მადრიდისკენო. ქართველმა კალათბურთელმა მოკლე დროში აითვისა ყველა მისთვის აუცილებელი ღილაკის მნიშვნელობა და კოლეგას კარგადაც დაეხმარა.
ალბათ, მკითხველიც მიხვდებოდა, რომ მოსკოვის აეროპორტიდან მანუს თვითმფრინავი მადრიდში ვერ გაფრინდებოდა.
საწყის წერტილში დაბრუნების შემდეგ მარკოიშვილმა საკუთარი შთაბეჭდილება გაგვიზიარა:
- შტურვალთან, პილოტის გვერდით ჯდომა გაცილებით იოლია, ვიდრე თვითმფრინავის სალონში მგზავრებთან. კალათბურთელებს ხშირად გვიწევს ფრენა და მიჩვეულიც ვარ.
ძალიან სასიამოვნო იყო პილოტის კაბინიდან არემარისთვის თვალის დევნება, განსაკუთრებით სიმშვიდეს გრძნობ, როცა გამოცდილი პილოტის გვერდით ზიხარ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული