ვნახოთ, თავისუფალი აგენტების ბაზარი და ახლახან ჩატარებული დრაფტი რამდენად შეეხება ასოციაციის ერთადერთ ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას.
***
SI.com-ის ინფორმაციით, "ინდიანამ" და "მილუოკიმ" შესაძლოა ასეთი ტრეიდი განახორციელონ:როი ჰიბერტი - ო. ჯ. მეიოსა და ზაზა ფაჩულიას ნაცვლად
28 წლის როი ჰიბერტი (218 სმ) თავისუფალი აგენტია. "ბაქსი" ეძებს ფარის ნამდვილ დამცველს, რომელიც ჯონ ჰენსონთან შეწყვილდება. თუკი "მილუოკი" თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა, როი ჰიბერტი სწორედ ის კალათბურთელია, რომელსაც გუნდი ეძებს.
დრაფტის დღეს გუნდმა "ტორონტოდან"
ასეთი ტრეიდი საკმაოდ შესაძლებლად მოჩანს, სახელფასო ფონდის მიხედვით", - წერს გამოცემა.
***
dairylandexpress.com მეორე ვარიანტს ახმოვანებს:გრეგ მონრო "მილუოკიში" სასტარტო ცენტრად
"დეტროიტის" ცენტრი გრეგ მონრო (211 სმ) თავისუფალი აგენტების ბაზარზეა და 4 კლუბს უნდა დაელაპარაკოს, მათ შორის, "მილუოკის".
"მილუოკიმ" 6 თამაში გაძლო "ჩიკაგოსთან" პლეი ოფში, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში თამაშობდა ცენტრი, რომელიც კარიერაში უფრო სათადარიგო ცენტრად არის ცნობილი - ზაზა ფაჩულია და მას ცენტრისთვის ტანდაბალი ჯონ ჰენსონი", - წერს გამოცემა.
როგორც ხედავთ, აქ უფრო სასტარტო ცენტრის დამატებაზეა ლაპარაკი, რის შემდეგაც, ზაზა მონროს შემცვლელი უნდა გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია თამაშში საშუალოდ 8,3 ქულას, 6,8 მოხსნას აკეთებდა გასულ სეზონში. კარიერის საშუალო მაჩვენებელი კი 7 ქულა და 5,6 მოხსნაა. ფაჩულიას 1 სეზონი აქვს გატარებული "ორლანდოში", 3 "მილუოკიში" და 8 "ატლანტაში".