პირველ ტურში კანარელები რუსეთს ესტუმრნენ. "უნიქსი"-"გრან კანარიას" მატჩი ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გადამწყვეტ მომენტში ყაზანელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და სამქულიანი სხვაობით მოიგეს - 67:64.
ესპანელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ჯეისონ ქეროლმა გადალახა, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ტორინ გრინმა 24 წუთში 5
"უნიქსის" შემადგენლობაში 12 ქულა და 5 მოხსნა გაიფორმა პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა მაცეი ლამპემ, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ზაფხულის მატჩებიდან იცნობს.
***
ევროთასის პირველ ეტაპზე "პანელინიოსთან" მარცხის გამო მარკოიშვილის "კანტუ" გათამაშებას გამოეთიშა. თანამემამულის გამო შურისძიების შანსი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, რომლიც "კახასოლის" პირველ გუნდში წლეულს გადაიყვანეს. ევროთასის მეორე ეტაპზე სევილიური გუნდი "პანელინიოსთან" ერთად L ჯგუფში მოხვდა. წინასწარ გეტყვით, მწვრთნელმა ბექას მოედანზე შეყვანისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება მატჩს, იგი ბურჯანაძის თანაგუნდელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმის 45:38 მოგების შემდეგ ბერძნებმა თამაში შემოატრიალეს და საბოლოოდ იმდენი მოახერხეს, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 70:70 დასრულდა.
ოვერტაიმში ლუის ბალოკისა და პოლ დევისის სიზუსტის წყალობით "კახასოლმა" თავიდანვე მოიპოვა მცირე ფორა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 87:82.
მატჩის ბომბარდირი სწორედ ბალოკი გახდა - 23 ქულა.
.