მანუჩარ მარკოიშვილით სტამბოლის "ეფესი" დაინტერესდა

AutoSharing Option
თურქული გამოცემების მიხედვით, ევროლიგის წარმომადგენელი სტამბოლის "ეფესი" ორი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს: "კარშიაკადან" ჯონ დიებლერის გადაბირება სურს, ხოლო ცსკა-დან - მანუჩარ მარკოიშვილის.

იქვე ჩამოთვლილია კალათბურთელები, რომლების "ეფესში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერაც გასარკვევია. მათ შორისაა ბერძენი სტრატოს პერპეროგლუ.

დღეს რთული სათქმელია, რამდენად საფუძვლიანია თურქული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანუჩარ მარკოიშვილთან დაკავშირებით. ერთი კი ფაქტია - მანუმ მოსკოვის ცსკა-სთან გასული სეზონის დასაწყისში ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელშეკრულების მიხედვით, კიდევ ერთი წელი დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული