ბექა ბურჯანაძე მომავალ სეზონშიც ესპანეთის რიგით მეორე ლიგის "კორუნიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ გასული სეზონი ესპანეთის რიგით მეორე ლიგაში, "კორუნიის" მაისურით გაატარა.

იგი გუნდში რომ მივიდა, 2014-15 წლების სეზონი დაწყებული იყო, თუმცა იოლად ჩაეწერა კორუნიელთა შემადგენლობაში და შედეგიანადაც გაისარჯა. ბექამ 27 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.7 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებდა.

ბურჯანაძე, გასული სეზონის შედეგების მიხედვით, ოქროს ლიგის მეორე სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.

ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, სად გააგრძელებს კარიერას ბექა ბურჯანაძე?

მომავალ სეზონშიც "კორუნიის" შემადგენლობაში ვითამაშებო - გვითხრა 21 წლის კალათბურთელმა და დასძინა, რომ გუნდში შემადგენლობა იცვლება, თუმცა მომავალ
ჩემპიონატშიც პლეი ოფისთვის ვაპირებთ ბრძოლას, წესითა და რიგით, უკეთესი გუნდი უნდა გვყავდესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული