შეხვედრის საწყის სამ პერიოდში ვალმეირელებმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ ლატვიელი გულშემატკივრები თავისი გუნდის წარმატებაში დაარწმუნეს. მეოთხე პერიოდის დასაწყისში "ვალმეირა" 10 ქულით დაწინაურდა - 47:37. სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ "როკერები", პაადეს შორეულ ტყორცნას სოკმაც სამქულიანი მიამატა და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
ამას მოჰყვა დორონინისა და ეზიუკვუს ორქულიანები და ანგარიში გათანაბრდა - 47:47. ამასობაში მოედანს საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე დაუბრუნდა და თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა
"ვალმეირასთან" მატჩში ცინცაძის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 25 წუთში 7 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. მან წესები 3-ჯერ დაარღვია, ხოლო მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ. "როკერთაგან" ყველაზე მეტი ვეიდემანმა ჩააგდო - 20 ქულა.
ამ მოგებით "ტარტუ როკი" ბალტიის ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მას 10 მოგება და 5 წაგება აქვს. მეორეა ლიტვური "რუდუპისი" - 10 გამარჯვება, 4 მარცხი, ხოლო მოგება-წაგებათა მაჩვენებლის შეფარდებით უკეთეს მდგომარეობაშია "ვეფ რიგა" - 11 გამარჯვება, 2 მარცხი. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ბალტიის ლიგის ჯგუფურ ტურნირში არ მონაწილეობს ორი გრანდი - "ჟალგირისი" და "რიტასი". ისინი გათამაშებაში პლეი ოფებიდან ჩაერთვებიან.
"ტარტუს" მორიგი შეხვედრა 21 იანვარს იგეგმება - ბალტიის თასზე მეორეადგილოსან "რუდუპისს" უმასპინძლებს.
.