18 წლის ჭაბუკი შარშანაც შეიყვანეს ესპანეთის პირველობის ერთ-ერთი მატჩის განაცხადში, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
ვილის იმედი აქვს, რომ მისი დებიუტი "გრან კანარიას" პირველ გუნდში ამ სეზონში შედგება.
საამისოდ კარგი შანსია სეზონისწინა ამხანაგური მატჩები, რომლებშიც კანარელები რამდნიმე წამყვან კალათბურთელს მოისაკლისებენ.
- ესპანეთში 19 აგვისტოს გავფრინდები და მეორე დღიდან გუნდთან ვარჯიშს შევუდგები. ვეცდები ჩემი შანსი გამოვიყენო. "გრან კანარიაში" ყველა რომ დაუბრუნდება მე
- ტრავმამ 18-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლაზე ხომ არ იმოქმედა?
- ნამდვილად უკან დამწია. ნაკრების მოსამზადებელ ციკლში ცუდად ვთამაშობდი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ნელ-ნელა ფორმაში კი შევედი, მაგრამ ახალმოშუშებულმა ტრავმამ ფიზიკურ კონდიციებზე მაინც იმოქმედა.
- ნახევარფინალამდე ერთი მოგება დაგაკლდათ. როგორი კმაყოფილები დაბრუნდით შინ?
- ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ იმის თქმაც შემიძლია, რომ მეტი შეგვეძლო. სადებიუტო შეხვედრაში შვედეთთან დამარცხებამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა. თუმცა, მას მერე ძალა მოვიკრიბეთ და ზედიზედ 5 შეხვედრა მოვიგეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი ისლანდია დავამარცხეთ.
ჩემი აზრით, ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი შესარჩევზე. ისლანდიის შემდეგ ისრაელი გველოდა, რომელთან მოგებაც ნახევარფინალის საგზურს მოგვიტანდა, მაგრამ ძალა აღარ გვეყო. აშკარად დაღლილები ვიყავით. სხვა სიტუაციაში ისრაელთან ნამდვილად შეიძლებოდა წარმატებაზე ფიქრი.
- საქართველოს ნაკრებს რა ნიშნით გამოარჩევდი სხვა გუნდებისგან?
- მწვრთნელის, გია კაზანჯიანის მითითებით მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ასეთი ტაქტიკით ბევრსაც ვაჯობეთ. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კარგი მსროლელებითაც გამოირჩეოდა, ფაქტობრივად, ყველას შეეძლო სამქულიანის ტყორცნა და ჩაგდება. ესეც ჩვენი უპირატესობა იყო. ამხანაგური მატჩებისგან განსხვავებით გამოვასწორეთ დაცვაში თამაში და ბევრ ძლიერ მეტოქეს გაუჭირდა ჩვენი დაცვის გადალახვა.
შემადგენლობის ნაწილი მომავალ წელს 20-წლამდელთა ნაკრებში ვითამაშებთ, ნაწილი - 18-წლამდელებში. იმედი მაქვს, წლევანდელი გამოცდილება ორივე ასაკის შესარჩევზე გამოგვადგება და უკეთეს შედეგსაც ვუჩვენებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გაგვახარე