ქალაქ დიუნკერკის გუნდმა საფრანგეთის რობერტ ბუნსილის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალში "შალონ-რეიმსს" უმასპინძლა და საკმაოდ იოლად - 95:73 დაამარცხა.
გამარჯვებაში საკმაოდ სოლიდური წვლილი შეიტანა გიორგი ცინცაძემ. ქართველმა უკანახაზელმა 16 წუთი ითამაშა, თუმცა 5 პერსონალურის გამო, თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე მოედნიდან გასვლა მოუხდა.
მოედანზე ყოფნისას ცინცაძე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მთლიანობაში 8 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა.
გრაველინელებს ამერიკელმა ლეგიონერმა სტივ გრეიმ ულიდერა, რომელმაც 28 წუთში 26 ქულა მიითვალა და
ცინცაძის გუნდს მომდევნო მატჩი უკვე საფრანგეთის ჩემპიონატში ელის. პირველ ტურში, 2 ოქტომბერს დიუნკერკელები "რუანს" დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით