ზაზა ფაჩულია შესაძლოა, "მაიამიში" გადავიდეს

AutoSharing Option
6 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიამ პირველად ითამაშა "დალას მავერიკსის" რიგებში და საკონტროლო თამაშში 4 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

მაგრამ, შესაძლოა, ოფიციალურ მატჩში ქართველ ცენტრს არც კი მოუწიოს "დალასის" მაისურით თამაში.

ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ რამდენიმე ამერიკული წყარო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მზადდება გაცვლა "დალასსა" და "მაიამი ჰიტს" შორის - ტექსასელები ფლორიდელებს ზაზა ფაჩულიასა და დუაიტ პაუელს სთავაზობენ ფლორიდელი ჰასან უაითსაიდისა და ჯოშ მაკრობერსის სანაცვლოდ. "დალასი" 2017 წლის დრაფტის უფლებასაც დაამატებს.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია ეროვნულ
საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდანაა. ის "ორლანდოში", "მილუოკსა" და "ატლანტაში" თამაშობდა. "დალასში" ზაზა ამ ზაფხულს "მილუოკიდან" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰასანას არ შეელევა მაიამი
ლუკა
13:00 08-10-2015
0
ალბატ ამარეს განიხილავენ მძიმე ფორვარდზე ამ შემთხვევაში
alex
19:58 07-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული