16:04 22-10-2015
ზაზამ ლარი ბერდივით ჩააგდო - ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "დალასში" [VIDEO]
AutoSharing Option
"მავერიკსმა" უკვე მე-6 საგამოფენო მატჩი წააგო. ფაჩულიას გუნდი რამდენიმე ლიდერის გარეშე თამაშობს - დირკ ნოვიცკიმ მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო დერონ უილიამსი, ჩენდლერ პერსონსი, უესლი მეთიუზი და ჯავალი მაკგი ჯერაც არ გამოჩენილან.
"ფინიქსთან" მატჩში ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 20 წუთით გამოჩნდა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 12 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულია იყო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი შედეგიანი ტყორცნის დროს კომენტატორებმა ფაჩულია "ბოსტონ სელტიკის" ლეგენდარულ კალათბურთელ ლარი ბიორდს შეადარეს.
"დალასში" 22 ქულა დააგროვა ჯონ ჯენკინსმა, რომელმაც მოედანზე 38 წუთი დაჰყო.
დალასელები მომდევნო საგამოფენო მატჩს 24 ოქტომბერს, შინ "ჩიკაგო ბულსთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბრავო. ბრაავო, ძაან მაგრად შეასრულა
0
0
ლარი ბერდი კიარა ლარი ბერდია იყო ისიც მეგრელი და გაიმეორა ამანცც რა ამაში გასაკვირი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული