ზაზამ ლარი ბერდივით ჩააგდო - ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "დალასში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "დალას მავერიკსში". ტეხასური გუნდის ქართველმა ახალწვეულმა მორიგ საგამოფენო მატჩში "ფინიქსის" წინააღმდეგ 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, თუმცა დალასელები წაგებისგან მაინც ვერ იხსნა. დალასური გუნდი საბოლოოდ 87:99 დამარცხდა.

"მავერიკსმა" უკვე მე-6 საგამოფენო მატჩი წააგო. ფაჩულიას გუნდი რამდენიმე ლიდერის გარეშე თამაშობს - დირკ ნოვიცკიმ მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო დერონ უილიამსი, ჩენდლერ პერსონსი, უესლი მეთიუზი და ჯავალი მაკგი ჯერაც არ გამოჩენილან.

"ფინიქსთან" მატჩში ფაჩულია სათადარიგო იყო
და მოედანზე 20 წუთით გამოჩნდა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 12 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულია იყო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი შედეგიანი ტყორცნის დროს კომენტატორებმა ფაჩულია "ბოსტონ სელტიკის" ლეგენდარულ კალათბურთელ ლარი ბიორდს შეადარეს.

"დალასში" 22 ქულა დააგროვა ჯონ ჯენკინსმა, რომელმაც მოედანზე 38 წუთი დაჰყო.

დალასელები მომდევნო საგამოფენო მატჩს 24 ოქტომბერს, შინ "ჩიკაგო ბულსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
Super.
Daviti
13:44 25-10-2015
0
ლარი ბერდი კიარა ლარი ბერდია იყო ისიც მეგრელი და გაიმეორა ამანცც რა ამაში გასაკვირი
data tutashxia
04:50 25-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული