განსაკუთრებით ეფექტური იყო მისი ერთ-ერთი მოხსნა მეტოქის ფარზე და სროლა ტრიალში, რომელსაც "ლარი ბერდის ნასროლი" უწოდეს.
NBA-ს ოფიციალურ საიტზე დღის ტოპ-5-ეულში მე-5 ადგილზე ფაჩულიას ეს ეპიზოდი მოხვდა.
CBS შემდეგს წერს: "ზაზა სათადარიგო იყო, სტარტერი კი სალაჰ მეჯირი, მაგრამ ეს, უბრალოდ, წინასასეზონო ექსპერიმენტი იყო. 20 წუთში ორმაგი დუბლი ძალიან ეფექტურია და ეს აჩვენებს, რამდენი შეუძლია ფაჩულიას.