ზაზა ფაჩულიამ სტუმრად ჩიგაკოში "ბულზს" 12 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიქსმა" დასკვნითი საგამოფენო მატჩი სტუმრად ჩიკაგოში "ბულზთან" ჩაატარა და ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიშით 103:102 (32:28, 17:25, 25:24, 29:25) იმარჯვეს.

31 წლის ქართველი ცენტრი "მავერიქსის" სასტარტო ხუთეულში იყო და ჯამში მოედანზე 27:11 წუთი დაჰყო. ზაზამ 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, 9-იდან 5 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი დირკ ნოვიცკი იყო, რომლის ანგარიშზე 19 ქულა და 6 მოხსნაა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2015/16 წლების რეგულარული სეზონი სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს და 2016
წლის 13 აპრილს დასრულდება. ზაზას გუნდი კი პირველ მატჩს 28-ში, სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა გვეამაყება სსჰენნაირი კაპიტანი რო ყავს ჩვენ ნაკრებს...შენ გენაცვანე გულსჰი
goreli
18:53 24-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული