დონჩიჩის საოცარი გეიმვინერი - "დალასმა" "მინესოტას" მეორე გასვლითი მატჩიც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში "მინესოტა ტიმბერვულზი" "დალას მავერიქსთან" 108:109 დამარცხდა.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედში წინ 15 ქულიანი სხვაობით იყვნენ, თუმცა ტეხასელთა ორი ლიდერის, ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, "დალასმა" ბოლო წამებზე გამარჯვების მოპოვება შეძლო. სლოვენიელმა ვარსკვლავმა ლიგის 4-გზის საუკეთესო დამცველის რუდი გობერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ურთულესი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა.

დონჩიჩმა 32 ქულა, 10 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი მიითვალა.

კაირი ირვინგმა 20 ქულა, 4 მოხსნა
და 6 ასისტი დააგროვა.

"მინესოტადან" ნაზ რიდმა 23 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, აღსანიშნავია, რომ "ტიმბერვულზის" ცენტრმა 9-ცდიდან 7 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

"ტიმბერვულზის" ლიდერმა ენტონი ედვარდსმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, "დალასმა" მეტოქეს მეორე საგარეო მატჩიც მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა, გუნდებს შორის მორიგი მატჩი ტეხასში 27 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ რა მაგარი თამაში იყო. ძალიან!
ქორ-პარიკმახერი
09:57 25-05-2024
0

სიახლეები პოპულარული