ნიკა მეტრეველის გუნდი "ვარეზესთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკა მეტრეველის გუნდი, რომელიც იტალიის უმაღლეს - სერია A-ში ლიდერთა შორის იყო, მე-5 ტურში მარცხი განიცადა და ცხრილის შუისკენ დაქვეითდა.

"კაპო დ'ორლანდომ" შინ დაძაბულ ბრძოლაში, მხოლოდ 4 ქულით წააგო "ვარეზესთან" - 62:66.

მეტრეველი ორლანდოელთა სასტარტო ხუთეულის უცვლელ წევრად იქცა და საკმაოდ დამაჯერებლადაც ირჯება. "ვარეზესთან" მას ნაადრევად დაუგროვდა პერსონალურები და ამის გამო სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწია. საბოლოოდ ნიკამ 18 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 ქულა, 5 მოხსნა
და 1 დაფარება მიითვალა. მეტრეველმა 1 სამქულიანი ჩააგდო და სამივე ორიანი ააცილა.

3 მოგებითა და 2 მარცხით "კაპო დ'ორლანდო" 16-გუნდიან სერია A-ში მე-7 ადგილზეა. მეტრეველის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 ნოემბერს, სტუმრად "კასერტსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული