"კარიერას იაპონიაში გავაგრძელებ. უმაღლესლიგური "ტოჩიგის" ხელმძღვანელობას პირობებზე უკვე მოვურიგდი და აღმოსავლეთისკენაც მალე გავემგზავრები", - გვითხრა ნიკამ.
"ტოჩიგი ბრექსი" იაპონიის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერია - ექვსივე მატჩი მოგებული აქვს. იგი ჩემპიონობისთვის, სავარაუდოდ, "ტოიოტა ალვარკს" შეებრძოლება და ამიტომაც გადაწყვიტა კიდევ უფრო გაძლიერება ქართველი ფორვარდით.
შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი სეზონის დასაწყისში NBA-ს წარმომადგენელ "კლიპერსში" ვარჯიშობდა, შემდეგ ჩინეთში იყო, სადაც თითქმის გადაწყვეტილი იყო "ფუჯიანში" ჩარიცხვა. მას ეპატიჟებოდნენ თბილისის "ვითა" და ლიბანის "შამპვილი", თუმცა საბოლოოდ სად ითამაშებს, უკვე მოგახსენეთ...