ზაზა ფაჩულია და "დალას მავერიკსი" საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა "დალას მავერიკსმა" საკუთარ მოედანზე "ტორონტო რეპტორსი" მიიღო და ანგარიშით 91:102 დამარცხდა.

"დალასი", რომლის ანგარიშზე 2-2 მოგება-წაგებაა, დასავლეთ კონფერენციაში მე-7-მე-10 ადგილებს იყოფს.

რაც შეეხება ბოლო მატჩში ქართველი ცენტრის თამაშს, ზაზამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 28:07 წუთი დაჰყო. მის ანგარიშზე 4 ქულა (4-იდან 1 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო) და 7 მოხსნაა. ფაჩულიას შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

მომდევნო მატჩს "დალას მავერიკსი" 6 ნოემბერს, ისევ
საკუთარ მოედანზე, "შარლოტ ჰორნეტსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული