ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე სეზონში ორმაგი დუბლი უკვე მესამედ შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას მესამე ორმაგი დუბლი NBA-ს მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის მე-5 მატჩში.

"დალას მავერიკსმა" "შარლოტ ჰორნეთსს" უმასპინძლა და ანგარიშით 94:108 დამარცხდა. ქართველი ცენტრი ტეხასელთაგან საუკეთესოდ დასახელდა. ზაზას ასპარეზობას ელფერს მხოლოდ დალასელთა მარცხი უკარგავს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიას ანგარიზე მთლიანობაში 14 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც "დალასში" ორმაგი დუბლი მიითვალა.

დირკ ნოვიცკის ანგარიშზე
28-წუთიანი თამაშის შემდეგ 14 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. დერონ უილიამსმა დალასელებს 15 ქულა მიაშველა, უესლი მეთიუზის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.

დალასელმა მაღლებმა ვერაფერი მოუხერხეს შარლოტელთა ცენტრ ალ ჯეფერსონს, რომელმაც 27 წუთში 31 ქულა მოაგროვა. კარგად გაისარჯა "ჰორნეთსის" მძიმე ფორვარდიც - მარვინ უილიამსმა 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. უილიამსმა NBA-ს კარიერა 10 წლის წინ "ატლანტაში" დაიწყო, სადაც იმხანად ძირითად ცენტრად ზაზა ფაჩულია თამაშობდა.

დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე დაქვეითებულ დალასელებს 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ, მორიგ შეხვედრას კი 8 ნოემბერს, ისევ შინ, "ნიუ ორლეან პელიკანსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ფაჩულიას ატანა არა მაქვს-რას გავს!!
dingo
18:01 06-11-2015
0
გიოს აღადავებ, თუ ლინკი გინდა?
papa-ს
18:07 06-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული