ზაზა ფაჩულიას 12-მა ქულამ "დალასს" "ნიუ ორლეანთან" ვერ უშველა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა" ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩვენი დროით დღეს, გამთენიისას, სტუმრად "ნიუ ორლეანთან" გამართა და ანგარიშით 105:120 დამარცხდა.

ზაზამ კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში, მოედანზე კი 20:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-იდან 3 ორქულიანი და 6-იდან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო.

"დალას მავერიკსს" 7 მატჩში 3 მოგება და 4 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ შინ, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული