ბექა ბურჯანაძემ "კასტელოსთან" შეხვედრაში 33 ქულა ჩააგდო!

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი ესპანურ კარიერაში. მეორე ლიგის გუნდ "ლეიმა ბასკეტში" მოთამაშე 22 წლის ქართველმა ფორვარდმა მორიგი ტურის მატჩში დიდებულად ითამაშა და მის შთამბეჭდავ შედეგიანობას ლაკორუნიელების წაგებული მატჩიც ვერ აუფერულებს.

სტუმრად "კასტელოსთან" გამართულ შეხვედრაში ბურჯანაძემ 33 ქულა მიითვალა, რაც სამწუხაროდ, გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტმა" შეხვედრა მხოლოდ 1 ქულით - 78:79 დათმო, თუმცა, როგორც თავში ვთქვით, ბურჯანაძე შეხვედრის გაუსაჩივრებელი MVP-ია.

ბექამ 36 წუთი ითამაშა და 9-დან 6 ორქულიანი, 9-დან 5 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ამ ყველაფერმა
მთლიანობაში 33 ქულა შეადგინა, რასაც ბურჯანაძემ 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 ერთეულს უწია, როცა მის შემდეგ მატჩის მონაწილეთაგან ეს მაჩვენებელი ყველაზე მეტი - 25 - მის თანაგუნდელ სერხიო ოლმოსს ჰქონდა. ამ უკანასკნელმა 27 წუთში 17 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, კასტელოელებმა უფრო გუნდურად ითამაშეს და მათ საუკეთესო კალათბურთელს 16 ქულა დაუგროვდა. 1 მოგებითა და 6 მარცხით "ლეიმა ბასკეტი" 16-გუნდიან მეორე ლიგაში მე-14 ადგილზეა. ამ მატჩების უმეტესობა ლაკორუნიელებს ბრძოლაში აქვთ წაგებული.

მე-8 ტურის მატჩში, 15 ნოემბერს "ლეიმა ბასკეტი" ლაკორუნიაში "პენას ჰუესკას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ბექა. მიზანდასახული და მაგარი კაცი ხარ! ასე გააგრძელე!!!!
დათო
13:04 14-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული