22 ქულა! - მანუჩარ მარკოიშვილის სუპერმატჩი და გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიმდინარე ევროლიგაზე ეფექტური მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ისრაელში, თელ-ავივის "მაქაბისთან" 22 ქულა ჩააგდო.

მანუს "დარუშაფაკამ" მასპინძლებს 11 ქულის სხვაობით, 84:73 აჯობა.

მარკოიშვილის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 31 წუთი, 22 ქულა (5/4 ორქულიანი, 7/3 სამიანი, 8/5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ქართველი უკანახაზელი შეხვედრაში საუკეთესო იყო - 24.

"დარუშაფაკას" ვიცე-სნაიპერი სემიჰ ერდენი გახდა - 16 ქულა.

სტამბოლელებს ევროლიგაზე 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ მანუჩარს. მიხარია ჩვენი თანამემამულეების წარმატებები გულწრფელად!!
ზსს
16:00 13-11-2015
0
Kote
თუმცა სიმაღლეში განსხვავებაზე მიგითითეს, მაგრამ იმაზე რას იტყვიან, რომ იმ თამაშში დერიგინმა 17-დან 17 საჯარიმო ჩააგდო!
zurab
18:00 13-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული