ზაზა ფაჩულიას "დალასმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ტეხასელები ფილადელფიას ესტუმრნენ და ადგილობრივი "სიქსერსი" 92:86 დაამარცხეს. ფილადელფიელები ლიგის აუტსაიდერები არიან - მიმდინარე სეზონში გამართული 11-ივე შეხვედრა წააგეს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად შედარებით მოკრძალებულად იმოქმედა. ქართველმა ცენტრმა ერთადერთხელ შეუტია თამაშიდან და ისიც არაზუსტად, ხოლო 4 საჯარიმოდან 2 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ზაზამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო.

დალასელთაგან საუკეთესოები დირკ ნოვიცკი და
ჩენდლერ პერსონსი
იყვნენ. პირველმა 31 წუთში 21 ქულა მიითვალა, პერსონსმა კი თამაშიდან 11-დან 8 ბურთი ჩააგდო და შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. ფილადელფიელთაგან საუკეთესო იყო ცენტრი ჯაჰილ ოკაფორი 19 ქულა-11 მოხსნით.

დალასელებს 4 წაგების წილ 7 მოგება აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე არიან. მორიგი მატჩი ტეხასელებს მასაჩუსეტსის შტატში 19 ნოემბერს, "ბოსტონ სელტიქსთან" ელით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული