"დალასის" წარმატების საიდუმლო - როგორ აფასებენ ფაჩულიას თამაშს ამერიკაში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ სეზონში მე-6 ორმაგი დუბლი გააკეთა - "ბოსტონ სელტიკსთან" შეხვედრაში მან 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა (პლუს 3 პასი და 1 დაფარება) და "დალას მავერიკსს" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინა - 106:102.

მეექვსე დუბლი სერიოზული შედეგია. ზაზას თამაშით აღფრთოვანებულია "დალასის" თავკაცი რიკ კარლაილი: "ზაზა ფაჩულია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კალათბურთელია".

* * *
dallasnews.com-ის ანალიტიკოსმა ედი სეფკომ ამ შეხვედრაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გამოჰყო, ერთ-ერთი კი ზაზას მიერ ჩაგდებული ბურთია.

"როცა
96:91-ზე ჯარედ სალინჯერმა სამქულიანი ჩააგდო, "მავერიკსმა" ორი მტკიცე პასუხი გასცა - საპასუხო შეტევაში დერონ უილიამსმა ლამაზი პასით ზაზას ფარქვეშიდან ჩააგდებინა. თამაშის დასრულებამდე 3:04 წუთი რჩებოდა".

სხვათა შორის, თავად გამთამაშებელი აღიარებს, რომ პასი იმდენად კარგი არ იყო, რამდენადაც ზაზას თამაში.

"ზაზამ ბურთი ძალიან კარგად დაიჭირა, რადგან ჩემი პასი ცოტა ძლიერი გამოვიდა", - განაცხადა დერონ უილიამსმა.

* * *
dallasobserver.com აფასებს "დალასის" კალათბურთელების თამაშს, მათ შორის, ჩვენებურისასაც:

"ზაზას თამაშმა ძალიან გაგვაკვირვა, მაგრამ როცა მის მოქმედებას უყურებ მოედანზე, ერთი სიამოვნებაა. ამ ბიჭის თვითრწმენა გადამდებია. კარგი იქნება, რომ მუდამ ასე ითამაშოს ფაჩულიამ და გუნდს ულიდეროს".

* * *
dallasnews.com შეეცადა აეხსნა, რა მოხდა სეზონის დასაწყისში, რომ "დალასს", რომელსაც სეზონის წინ სერიოზულად არავინ უყურებდა, ახლა დივიზიონში მესამე გუნდად განიხილავენ.

გამოცემა ერთ-ერთ მიზეზად დირკ ნოვიცკისა და ზაზა ფაჩულიას შეხმატკბილებულ ქმედებას ასახელებს.

"დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია დიდებულ საქმეს აკეთებენ. ისინი უხდებიან ერთმანეთს და "მავერიკსის" თამაშს ფარქვეშ სტაბილურს ხდიან.

დიახ, ვიცით ყველამ, რომ დირკი პერიმეტრზე ხშირად გადის, მაგრამ გერმანელი 7 მოხსნას მაინც აკეთებს თამაშში, ეს კი გასულ სეზონზე უკეთესი მაჩვენებელია.

ზაზა ფაჩულიამ კი 12 თამაშიდან ნახევარში ორმაგი დუბლი შეასრულა. ის საშუალოდ 10-ჯერ ხსნის თამაშში. ეს აგებინებს ზუსტად გუნდს თამაშს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზაზას არის პროფესიონალი თავისი საქმის და უფასდება კიდეც, რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, ის უბრალოდ არ არსებობს,როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეს ვარჯიში ეზარება რომელ წარმატებაზეა საუბარი. ნაცნობობით და ფულის გამო გუნდში ჩასმული ხალხი ვერაფერს შექმნის ღირებულს. პროფესიონალიზმია საჭირო, რაც სამწუხაროდ არ არსებობს...
ალეკო
17:25 21-11-2015
0
ზაზას არის პროფესიონალი თავისი საქმის და უფასდება კიდეც, რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, ის უბრალოდ არ არსებობს,როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეს ვარჯიში ეზარება რომელ წარმატებაზეა საუბარი. ნაცნობობით და ფულის გამო გუნდში ჩასმული ხალხი ვერაფერს შექმნის ღირებულს. პროფესიონალიზმია საჭირო, რაც სამწუხაროდ არ არსებობს...
ალეკო
12:20 20-11-2015
0

სიახლეები პოპულარული