"დალასის" წარმატების საიდუმლო - როგორ აფასებენ ფაჩულიას თამაშს ამერიკაში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ სეზონში მე-6 ორმაგი დუბლი გააკეთა - "ბოსტონ სელტიკსთან" შეხვედრაში მან 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა (პლუს 3 პასი და 1 დაფარება) და "დალას მავერიკსს" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინა - 106:102.

მეექვსე დუბლი სერიოზული შედეგია. ზაზას თამაშით აღფრთოვანებულია "დალასის" თავკაცი რიკ კარლაილი: "ზაზა ფაჩულია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კალათბურთელია".

* * *
dallasnews.com-ის ანალიტიკოსმა ედი სეფკომ ამ შეხვედრაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გამოჰყო, ერთ-ერთი კი ზაზას მიერ ჩაგდებული ბურთია.

"როცა
96:91-ზე ჯარედ სალინჯერმა სამქულიანი ჩააგდო, "მავერიკსმა" ორი მტკიცე პასუხი გასცა - საპასუხო შეტევაში დერონ უილიამსმა ლამაზი პასით ზაზას ფარქვეშიდან ჩააგდებინა. თამაშის დასრულებამდე 3:04 წუთი რჩებოდა".

სხვათა შორის, თავად გამთამაშებელი აღიარებს, რომ პასი იმდენად კარგი არ იყო, რამდენადაც ზაზას თამაში.

"ზაზამ ბურთი ძალიან კარგად დაიჭირა, რადგან ჩემი პასი ცოტა ძლიერი გამოვიდა", - განაცხადა დერონ უილიამსმა.

* * *
dallasobserver.com აფასებს "დალასის" კალათბურთელების თამაშს, მათ შორის, ჩვენებურისასაც:

"ზაზას თამაშმა ძალიან გაგვაკვირვა, მაგრამ როცა მის მოქმედებას უყურებ მოედანზე, ერთი სიამოვნებაა. ამ ბიჭის თვითრწმენა გადამდებია. კარგი იქნება, რომ მუდამ ასე ითამაშოს ფაჩულიამ და გუნდს ულიდეროს".

* * *
dallasnews.com შეეცადა აეხსნა, რა მოხდა სეზონის დასაწყისში, რომ "დალასს", რომელსაც სეზონის წინ სერიოზულად არავინ უყურებდა, ახლა დივიზიონში მესამე გუნდად განიხილავენ.

გამოცემა ერთ-ერთ მიზეზად დირკ ნოვიცკისა და ზაზა ფაჩულიას შეხმატკბილებულ ქმედებას ასახელებს.

"დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია დიდებულ საქმეს აკეთებენ. ისინი უხდებიან ერთმანეთს და "მავერიკსის" თამაშს ფარქვეშ სტაბილურს ხდიან.

დიახ, ვიცით ყველამ, რომ დირკი პერიმეტრზე ხშირად გადის, მაგრამ გერმანელი 7 მოხსნას მაინც აკეთებს თამაშში, ეს კი გასულ სეზონზე უკეთესი მაჩვენებელია.

ზაზა ფაჩულიამ კი 12 თამაშიდან ნახევარში ორმაგი დუბლი შეასრულა. ის საშუალოდ 10-ჯერ ხსნის თამაშში. ეს აგებინებს ზუსტად გუნდს თამაშს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზაზას არის პროფესიონალი თავისი საქმის და უფასდება კიდეც, რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, ის უბრალოდ არ არსებობს,როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეს ვარჯიში ეზარება რომელ წარმატებაზეა საუბარი. ნაცნობობით და ფულის გამო გუნდში ჩასმული ხალხი ვერაფერს შექმნის ღირებულს. პროფესიონალიზმია საჭირო, რაც სამწუხაროდ არ არსებობს...
ალეკო
21 ნოემბერი 2015 17:25
0
ზაზას არის პროფესიონალი თავისი საქმის და უფასდება კიდეც, რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, ის უბრალოდ არ არსებობს,როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეს ვარჯიში ეზარება რომელ წარმატებაზეა საუბარი. ნაცნობობით და ფულის გამო გუნდში ჩასმული ხალხი ვერაფერს შექმნის ღირებულს. პროფესიონალიზმია საჭირო, რაც სამწუხაროდ არ არსებობს...
ალეკო
20 ნოემბერი 2015 12:20
0
იმ გუნდურ სახეობებში აღწევს საქართველოს ნაკრები წარმატებას, სადაც გვყავს ლიდერი (გორგოძე, ფაჩულია). ამიტომაც არაფერი ეშველა ფეხბურთს:იქ არამც თუ ლიდერი, არამედ პიროვნებაც კი არა გვყავს და თავისი აზროვნებით თინეიჯერული ასაკიდანაც კი არ არიან გამოსულები.
pele
20 ნოემბერი 2015 10:12
0
ზაზა დარჩება საქართველოს უახლოეს ისტორიაში (არა მარტო სპორტულ ისტორიაში), ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი. როცა ასეთ ადამიანებს ვხედავ ჩვენს გვერდით, მაშინ მართლა მეამაყება, რომ ქართველი ვარ.
giga
20 ნოემბერი 2015 10:04
0
ზაზა მართლად მაგრად თამაშობს და ეგრე უნდა გააგრძელოს.მოტივაცია აქვს, რაც ყველაზე მთავარია სპორცმენისთვის.
giorgi....
20 ნოემბერი 2015 02:12
0
ზაზა საამაყო და სამაგალითო ქართველი, უდიდესი პროფესიონალი!
georgiano
19 ნოემბერი 2015 21:23
0
ზაზა გაიხარე, უფალი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი. სულ წარმატებებით გევლოს!
gizo
19 ნოემბერი 2015 21:09
0
ზაზას ჩემი აღფრთოვანება და წარმატების უდიდესი სურვილიიიიი.
მერაბი
19 ნოემბერი 2015 18:29
0
ზაზას წარმატების საიდუმლო და გნებავთ ხიბლიც,მის ინტელექტშია.ასე რომ,ყველა ქართველი სპორტსმენის საყურადღებოდ.მხოლოდ კუნთებზე ნუ იყურებით,ტვინი ბევრად საჭიროა გამარჯვების მოსაპოვებლად.
jaba
19 ნოემბერი 2015 17:33
0

სიახლეები პოპულარული