იმ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 18 ქულა, 16 მოხსნა მოაგროვა და მთავარი "დამნაშავე" იყო იმაში, რომ "ლეიკერსის" კალათბურთელები ტეხასელთა ფარქვეშ ვერ შედიოდნენ.
ფაჩულიამ "ბოსტონთან" მატჩშიც მოიმარჯვა ქართული ხანჯლები, სამწამიანი ზონა შემოზღუდა და "კელტები" არ გააკარა ფარს. თავად კი მე-12 მატჩში მე-6 ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 12 მოხსნა.
ყოჩაღ, ზაზა!