10:37 21-11-2015
ზაზა ფაჩულიას მე-7 ორმაგი დუბლი და გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
"დალასმა" იუტელებს მეორე პერიოდში ელეთ-მელეთი მოუწყო, როცა 12-წუთეული 35:17 მოუგო და ისე მოიტოვა უკან, დარჩენილ დროში მორმონთა შტატის წარმომადგენლები გონზე ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.
ფაჩულია იუტელთა გოლიათ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს მეურვეობდა, რომელსაც მთლიანობაში აჯობა. ორივე მათგანმა 12-12 მოხსნა მიითვალა, ქულებში კი უპირატესობა ქართველის მხარეს იყო - გობერმა 8, ზაზმ კი - 15 ქულა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმ ჩააგდო და 15 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 4 პასი (დალასში მე-2 შედეგი დერონ უილიამსის 8 პასის შემდეგ) და 2 ჩაჭრა მიითვალა. უილიამსმა კი ხსენებულ 8 პასთან ერთად 23 ქულა მოიხვეჭა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 19 ქულაა.
"დალასს" 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა "სან ანტონიოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ოკლაჰომაში, 23 ნოემბერს, ვესტბრუკ-დიურანტის "სანდერთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
რეზო შენ რა იცი ვის ეხმარება და ვის არა ან ეგ საერთოდ რა შუაშია
0
0
რა გააჯირვეთ ამ ზაზათი საქმე მეტი დასაცერი არ გაქვთ ჯურნალისტებს.თუ მაგარია დაეხმაროს გაჯირვებულ ადამიანებს
0
0
ზაზა. მაგარია
0
0
ზაზა გილოცავთ გგულშემტკივრობთ
0
0
ისე კი ჩვენში დარჩეს და მაგარი ჩატენა :D უილიამსმაც კაი პასი გაუკეთა. სღ . დალასი. ზედიზედ 6 მოგება
0
0
ზაზა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიხვდა რომ არავისზე ნაკლები არ არის.
0
0
მეც ეგ მინდა რომ ზაზამ ოლ-სტარი ითამაშოს, რამდენი წელია ნბა-შია და ისედაც წლევანდელი ფორმიდან გამომდინარე ეკუთვნის
0
0
ზაზა გილოცავ,ლომი ხარ ძმაო,აჩვენე მაგათ ვისი გორისა ხარ
0
0
ზაზა just do it
0
0
ყოჩაღ ზაზა! ჩვენი ქართველი ლომი
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული