ზაზა ფაჩულიას მე-7 ორმაგი დუბლი და გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულია "დალას მავერიკსის" ლიდერის ფუნქციას ამართლებს. ჩვენი დროით, 21 ნოემბერს გამართულ NBA-ს მორიგ მატჩში ქართველმა ცენტრმა დალასელთაგან ყველაზე მეტი - 39 წუთი ითამაშა და სეოზონის მე-7 ორმაგი დუბლი მიითვალა, რითაც ტეხასურ გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. დალასელებმა "იუტას" უმასპინძლეს და 102:93 სძლიეს.

"დალასმა" იუტელებს მეორე პერიოდში ელეთ-მელეთი მოუწყო, როცა 12-წუთეული 35:17 მოუგო და ისე მოიტოვა უკან, დარჩენილ დროში მორმონთა შტატის წარმომადგენლები გონზე ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.

ფაჩულია იუტელთა გოლიათ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს მეურვეობდა, რომელსაც
მთლიანობაში აჯობა. ორივე მათგანმა 12-12 მოხსნა მიითვალა, ქულებში კი უპირატესობა ქართველის მხარეს იყო - გობერმა 8, ზაზმ კი - 15 ქულა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმ ჩააგდო და 15 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 4 პასი (დალასში მე-2 შედეგი დერონ უილიამსის 8 პასის შემდეგ) და 2 ჩაჭრა მიითვალა. უილიამსმა კი ხსენებულ 8 პასთან ერთად 23 ქულა მოიხვეჭა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 19 ქულაა.

"დალასს" 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა "სან ანტონიოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ოკლაჰომაში, 23 ნოემბერს, ვესტბრუკ-დიურანტის "სანდერთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
რა გააჯირვეთ ამ ზაზათი საქმე მეტი დასაცერი არ გაქვთ ჯურნალისტებს.თუ მაგარია დაეხმაროს გაჯირვებულ ადამიანებს
reso
16:05 21-11-2015
0
რეზო შენ რა იცი ვის ეხმარება და ვის არა ან ეგ საერთოდ რა შუაშია
koko
16:33 21-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული